გრადა ვილა ახალი კონცეფციის საცხოვრებელი უბანია დიღომში, რომელიც ცენტრალურ, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას მდებარეობს. თბილისის "საქალაქო სასამართლოდან 3 წუთის სავალზე. გზა შედის როგორც აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე მირიან მეფის ქუჩიდან. 
გრადა ვილა შედგება 16, უმაღლესი ხარისხის მაღალ ტექნოლოგიური სამ სართულიანი სახლისგან, რომელთაგან თითოეულის საერთო ფართი შეადგენს 215 კმ-ს.
- პირველ სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის მისაღები - სამზარეულო ვიტრაჟული ფანჯრებით, სველი წერტილით.
- მეორე სართულზეა  3 საძინებელი აივნებით. სათავსო ოთახით. სველი წერტილით.
- მინუს ერთ სართულზე სტუდიოს ტიპის მისაღები - სამზარეულოთი. იზოლირებული ვიტრაჟული სივრცით ღვინისთვის.  სველი წერტილით.
 
აქ ყველაფერია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის:
- 
კეთილმოწყობილი ეზო ინდივიდუალური საპარკინგე ადგილით, ავტომატური გაღების კარი დომოფონით. 
- 
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა გრადა ვილას მაღალი ხარისხით აშენებას: 
- 
შემავსებელი გარე კედლები აშენებულია გერმანული ბრენდი YTONG-ის თერმოსაიზოლაციო გაზობლოკით. 
- 
კედლები ილესება გერმანული ბრენდი KNAUF-ის ეკოლოგიურად სუფთა მასალით. 
- 
ელექტრო და სუსტი დენის სადენები გაყვანილია ჩეხური ბრენდი Draka-ს საკაბელო პროდუქციით. 
- 
შავი ფერის ალუმინის კარ-ფანჯარაა, გერმანული ბრენდი ROTO-ს აქსესუარებით, ორმაგი მინაპაკეტითა და გაღება-გადმოკიდების ფუნქციით.  
- 
დამონტაჟებულია იტალიური ქვაბი, სექციური ალუმინის რადიატორებით და საშრობით. 
- 
აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტით.  
- 
დამონტაჟებულია გაზონის სარწყავი სისტემა. 
- 
ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და აბონირებულია.