ახალი ამბები
19.04.2021
კომპანია გრადამ და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
კომპანია გრადამ და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მის ფარგლებში კომპანიებს შორის გაღრმავდა პარტნიორული, გრძელვადიანი თანამშრომლობა. შეგახსენებთ, რომ მწვანე ხეივნის პროექტში ყველა ბლოკი აღჭურვილია KONE-ს ბრენდის უმაღლესი ხარისხის ლიფტით, რომელსაც აქვს ავტონომიური კვება, რაც ელექტროენერგიის გათიშვისას ლიფტის უახლოეს სართულზე მისვლას და კარის გახსნას უზრუნველყოფს. ლიფტის სიჩქარე წამში 1,75 მეტრია და კორპუსის მთლიან სიმაღლეს მხოლოდ 30 წამში დაფარავს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრადას მმართველმა პარტნიორმა ნიკა ყუბანეიშვლმა და KONE-ს მმართველმა დირექტორმა არტურ მატუსიაკმა.