გრადას ახალი პროექტი გრადა პარკი
სამშენებლო კომპანია გრადას საცხოვრებელი კომპლექსი „გრადა პარკი“ დიდი დიღმის ცენტრალური პარკის მიმდებარედ შენდება.
კომპლექსში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. საცხოვრებელი კომპლექსი შედგება 4 ბლოკისგან, 580 ბინისგან.
ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც გრადა პარკს მომხიბვლელს ხდის არის ქალაქის ურბანულად მჭიდროდ დასახლებულ რაიონში კეთილმოწყობილი, ახლად გახსნილი პარკის მდებარეობა კომპლექსის მიმდებარედ, ამასთანავე ადვილად მისადგომი ლოკაცია, ახლად გაყვანილი და კომპლექსთან მისადგომი რამდენიმე კომფორტული გზა.
გრადა პარკში გაშენდება რეკრეაციული ზონა დასასვენებელი სივრცით, დაკეტილი ეზო, 24 საათიანი დაცვით და კამერებით.
WiFi და Charger ზონა - ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის!
დიღმის ახლად გახსნილი ცენტრალური პარკის მდებარეობა კომპლექსის მიმდებარედ ამ ლოკაციას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ველობილიკი, შადრევანი, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა, საბავშვო ინფრასტრუქტურა, ამფითეატრი და დასვენებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სივრცეები.
საცხოვრებელი კომპლექსი „გრადა პარკი“ დააკმაყოფილებს მშენებლობის საკმაოდ მაღალი დონის, ევროპულ სტანდარტებს. მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს და მოლოდინს.
თქვენს განკარგულებაში იქნება:
მიწისქვეშა ორ და სამდონიანი, კომფორტული ავტოსადგომი
„გრადა პარკში“ მოვაწყობთ ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილ სივრცეებს -კალათბურთის, ფეხბურთის და საბავშვო მოედნებს, ველობილიკს. ჩვენ შევქმნით ჯანსაღ გარემოს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. გრადა პარკი იქნება ადგილი, სადაც სახლთან ერთად თქვენ გექნებათ სიმყუდროვე, დასვენების და გაჯანსაღების საშუალება, აქ ყველაფერი თქვენს მაქსიმალურ კომფორტზე იქნება მორგებული.