OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Live კამერა
ახალი ამბები
01.07.2019

გრადას ახალი პროექტი "მწვანე ხეივანი"

კომპანია გრადას პრემიუმ კლასის, ‘ხუთვარსკვლავიანი’ საცხოვრებელი კომპლექსი ‘მწვანე ხეივანი’ დიღომში გუდვილის მიმდებარედ გაშენდება. კომპლექსში წარმოდგენილია მაღალი ხარისხის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა. საცხოვრებელი კომპლექსი საკმაოდ მოცულობითია და შედგება 7 ბლოკისგან, მასში განთავსებულია, 684 საცხოვრებელი ბინა.
 
‘მწვანე ხეივნის’ ერთერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა კომფორტული და ადვილად მისადგომი ლოკაციაა, მას სამი გზა უკავშირდება, ორი აღმაშენებლის ხეივნის მხრიდან, ხოლო მესამე ჰიპერმარკეტ გუდვილის მხრიდან. ცენტრალურ გზასთან ახლო მდებარეობის მიუხედავად კომპლექსი საკმაოდ მყურდოა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კომფორტული გარემოს შექმნისთვის.
 
მწვანე ხეივანში გაშენდება რეკრეაციული ზონა, დასასვენებელი სივრცით.
 
აქ თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ - დაკეტილი ეზო, 24 საათიანი დაცვით და კამერებით.
WiFi და Charger ზონა - ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის!
 
‘მწვანე ხეივანში’ ასობით ხე დაირგვება,
მოეწყობა ფიზიკური აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები -კალათბურთის, ფეხბურთის, ღია ფიტნეს და საბავშვო მოედნები, ასევე ველობილიკები. აქ ყველაფერია შექმინილი იმისთვის, რომ თქვენ და თქვენმა ოჯახის წევრებმა თავი ჯანსაღ გარემოში იგრძნოთ. მწვანე ხეივანი იქნება ადგილი, სადაც სახლთან ერთად თქვენ გექნებათ სიმყუდროვე, დასვენების და გაჯანსაღების საშუალება, აქ ყველაფერი თქვენს მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.
 
თქვენს განკარგულებაში იქნება:
მიწისქვეშა ორდონიანი, კომფორტული ავტოსადგომი.
ლობიში განთავსებული კონსიერჟი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ
ორი თანამედროვე სამგზავრო და სატვირთო ლიფტი
უახლესი სავარჯიშო დანაგდარებით აღჭურვილი ფიტნესცენტრი
სპა ზონა საცურაო აუზი და საუნა რელაქსაციისთვის
 
 
საცხოვრებელი კომპლექსი ‘მწვანე ხეივანი’ დააკმაყოფილებს მშენებლობის საკმაოდ მაღალი დონის, ევროპულ სტანდარტებს. მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს და მოლოდინს.
ჩვენი მიზანია სწრაფად ავუწყოთ ფეხი თანამედროვე ხედვებს და ტექნოლოგიებს და უკეთ გამოვხატოთ მისია - ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება იცხოვროს მშვიდად და კომფორტულად.
 
გრადა - თქვენი მშვიდი ცხოვრებისთვის